მაიკ უოლცი - აშშ და მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ - რუსეთმა სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს

აშშ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.

„სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ნატო-ს საჰერო სივრცე კიდევ დაარღვია“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

უოლცმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„აშშ და ჩვენი მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ