"ლელო-ძლიერი საქართველომ" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

"ლელო-ძლიერი საქართველომ" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

პარტიის წარმომადგენლებმა, ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად - რუსუდან თევზაძე დაასახელეს, დიდუბე (წერეთელი) - ბექა ბერიძიშვილი, დიდუბეში კი (დიღმის მასივი) - გიორგი შარაშიძე.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე პროგრამული პრიორიტეტები წარმოადგინა.

კუპრაძემ ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე და სკოლებში უფასო კვებაზე გაამახვილა ყურადღება.

კუპრაძის თქმით, მათი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ამ პროგრამების განხორციელებისთვის:

„ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა წარვადგინეთ. დღეს ორ ძირითად პროგრამულ პირობაზე მოგიყვებით. ერთ-ერთი არის სკოლებში უფასო კვების პროგრამა, მათ შორის, ეკონომიკური დასაბუთება წარმოვადგინეთ პრეზენტაციის სახით.

დღეს, სადაც საჯარო სკოლებში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გადავარჩინოთ მომავალი თაობა. ეს არის მინიმალური მხარდაჭერა - ჯანსაღი და უფასო კვება საჯარო სკოლებში. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება უკვე შევძელით წალენჯიხაში.

მეორე მნიშვნელოვანი პირობა არის ის, რომ დღეს ჩვენ გარშემო პენსიონერები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობები ვერ ახერხებენ საჭირო მედიკამენტების შეძენას. მათ არჩევანის გაკეთება უწევთ - შეიძინონ მედიკამენტი, გადაიხადონ კომუნალურები თუ იყიდონ საკვები. ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება, არც ვაჭრობით შეიძლება, ეს არის პრინციპის და მორალის საკითხი, რომ ხანდაზმულ მოქალაქეს ჩვენ პენსიონერებს უფასოდ უნდა ეკუთვნოდეთ ყველა აუცილებელი მედიკამენტი დედაქალაქში.

ბოლომდე ვიბრძოლებთ! არ დავთმობთ არცერთ მისხალ თავისუფლების, არცერთ მისხალს კეთილდღეობის!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს