კახა კალაძე - წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს, გაკეთებული გააფუჭო და მომავალშიც არაფერი გააკეთო

ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ „გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება“.

როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს.

„წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ. ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. წარმოგიდგენიათ? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ის გამომპალი, ყვითელი ავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემსახურებოდა, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის საარჩევნო დაპირებებიც შეაფასა და მას „მოძალადე“ უწოდა.

„წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ გააფუჭოს გაკეთებული და მომავალშიც არაფერი გააკეთოს. ხალხი ხომ ისმენს ამას, საზოგადოებას ხომ გამოაქვს ანალიზი, როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს. ამიტომ არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. როგორ შევაფასო არ ვიცი, სიტყვებიც არ მყოფნის, იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის