მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

„ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს.

მზია ამაღლობელის კანდიდატურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტებისა და ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანემ, მისი და კიდევ 60 ევროპარლამენტარის სახელით წარადგინა.

რასა იუკნევიჩიენეს თქმით, მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება.

„ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნამდვილი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები არიან. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ჩვენს კანდიდატურას, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

წარდგენას წინ უძღოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იყო პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლის კადრები და კადრები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.

სახაროვის პრემიაზე, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა, მზია ამაღლობელის გარდა კიდევ 7 კანდიდატი წარადგინეს.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა