ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა - მას შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ შესაძლებლობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის ძალისხმევის მხარდაჭერაზე.

„განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა და იმედი მაქვს, რომ ისინი სწრაფ შედეგებს გამოიღებენ. კერძოდ, შევეხეთ PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია] ინიციატივას, რომელიც უკვე კარგად მუშაობს და ამ ჩარჩოში პოტენციურ პროექტებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კარგად ესმის სიტუაცია და კარგად არის ინფორმირებული ომის ყველა ასპექტის შესახებ.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც „შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება