კაროლ ნავროცკი - ათობით რუსულმა დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები - ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მაგალითია.

„როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო, სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ისევ იწყებს ქროლვას,- განაცხადა ნავროცკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა დამთხვევა არ ყოფილა

„ათობით დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

მისი თქმით, ამ ინციდენტმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აიძულა ცეცხლი გაეხსნა მტრის ობიექტებისთვის.

„და დარწმუნებული იყავით, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პოლონეთის პრეზიდენტი, რომ პოლონეთი ყოველთვის ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას და მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია“, - განაცხადა ნავროცკიმ.

მისი თქმით, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო მოვალეობა უნდა იყოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა