დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის - რუსეთი ნამდვილი დათვია

რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის - რუსეთი ნამდვილი დათვია, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

„რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა გარკვეული დაძაბულობა არსებობს“

„რუსეთი მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს. გარკვეული დაძაბულობა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში პრობლემური სფეროები არსებობს, რაც ეკონომიკურ შეზღუდვებთან, სანქციებთან და გლობალურ ეკონომიკურ არეულობასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ.

„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ