შალვა პაპუაშვილი - რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ - ვისურვებდი, შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან - მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს

არ ვიცი, რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ. ერთადერთი, ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან - ასეთი აწეული ტონით საუბარს ქართველ ჟურნალისტებთან, არ კადრულობს არავინ, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, მიუხედავად ყველაფრისა. ევროკავშირის ელჩი კადრულობს, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს!- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას იმის თაობაზე, რომ გუშინ სცადეს, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა „მან კითხვები დაიწუნა და სამაგიეროდ თქვა, რომ აქტივისტებთან თანამშრომლობით ამაყობს“.

მანამდე პაპუაშვილმა ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ თუკი ძალადობის ერთი ფაქტი მაინც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას, მისი პრესსპიკერის განცხადებიდან გამომდინარე.

პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას 20 ივნისს დაშავებულ მოქალაქეებზეც და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კითხვები გიორგი გახარიასთან უნდა დაისვას.

„გახარიას ჰკითხეთ ამაზე. მინდა, მაყურებელმაც გაიგოს: თუკი 4 ოქტომბერს იქნება ძალადობის ერთი ფაქტიც, ერთი ნასროლი ქვაც, ერთი შეურაცხყოფა და თავდასხმა პოლიციელზე, თავდასხმა მოქალაქეებზე, სხვადასხვა საკუთრებაზე რუსთაველის გამზირზე თუ სახელმწიფო სხვა შენობაზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება, გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას.

ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესსპიკერისგან, რომ ის სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ასე რომ მოხდება ერთი ფაქტიც, ერთი იქნება, ათი თუ შვიდი, გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად, მის წარმომადგენელს ევროკავშირის ელჩს. ასე რომ ახლა, თვითონ იზრუნონ, რომ იქნებ, გამოვიდნენ და გაემიჯნონ ამას“- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, აწვდის თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკომისიას საპირისპირო ინფორმაციას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, რომ ქვას ვერ დაინახავს“.

„როცა არ უნდათ, როცა სხვა გეგმები და განზრახვებია, ასე ჩნდება. როდესაც ევროკავშირის დროშის ფონზე ჩვენ ვისმენთ განცხადებას, რომ ის სოლიდარულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს და კენჭისყრის მიმდინარეობისას, პირდაპირ მიმართულს არჩევნების ჩაშლისა და ძალადობისკენ, ამას უცხადებს სოლიდარობას, ეს არის კატასტროფა. კიდევ ერთხელ- მოხდება ძალადობის ერთი ფაქტიც ამაზე პასუხისმგებლობას, გუშინდელი განცხადების შემდეგ, იზიარებს ევროკომისია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე