ადვოკატ დავით ჩომახიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაკავებით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველ, დავით ჩომახიძის განცხადებით, ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხაბეიშვილს უსამართლოდ წაართვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ოჯახთან კომუნიკაციაც შეუზღუდეს, მაგრამ მცდელობა, რომ ლევან ხაბეიშვილი მორალურად გაეტეხათ, ვერ გამართლა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაირღვა არა მარტო შიდა კანონმდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე უამრავი ნორმა. ამასთან ერთად, დარღვეულია საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა საქართველო, სადაც ადამიანის უფლებებზე არის საუბარი. თითოეული მკაცრად განსაზღვრავს ადამიანის მოპყრობას, მის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, ყველაფერი ეს დაარღვიეს, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ უკვე უკანონო პატიმრობით. ამ პატიმრობის ერთ-ერთი მიზეზი იყო რა? თითქოს ლევანი იმ სამ მოძიებულ მოწმეზე, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები არიან, გავლენას მოახდენდა. ამის შემდეგ, ესეც არ იკმარეს და ოჯახის წევრებს ლევანთან კომუნიკაცია, ციხიდან წერილების წერა, წერილების მიღება აუკრძალეს. რომელ წერილზეა საუბარი? შვილმა უნდა მოიკითხოს მამა, მამამ მოიკითხოს საკუთარი შვილი, ტელეფონის გამოყენებაზე ზედმეტია საუბარი. ყველამ კარგად იცის, მათ შორის დამკავებლებმაც, რომ ლევანი უდანაშაულოა და უსამართლოდ არის დაკავებული, მათი მცდელობა, რომ ლევანი მორალურად გაეტეხათ, „წყალში ჩავარდა“, მაგრამ ლევანი იმაზე მხნედ გამოიყურება, ვიდრე იყო. ეს მისი შემართებიდანაც ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა დავით ჩომახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში