ანტონიო კოშტა - ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად - გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით და უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ისტორიას ვერ გადავწერთ - ეს ომი რუსეთის მიერ გაუმართლებელი და უკანონო თავდასხმით დაიწყო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანოტნიო კოშტამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპებისთვის იბრძვის - სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისა და საკუთარი ბედის არჩევის უფლებისთვის.

„ამ ომის მხოლოდ ერთი ძირითადი მიზეზი არსებობს - რუსეთის უარი უკრაინის საკუთარი მომავლის არჩევის უფლებაზე. მშვიდობა უკრაინაში მხოლოდ უკრაინის ინტერესი არ არის. ეს მხოლოდ ევროპის ინტერესი არ არის. ეს გლობალური საზოგადოების ინტერესია. თუ ჩვენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მივიღებთ, არცერთი ქვეყანა არასოდეს იქნება უსაფრთხოდ“, - აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა გლობალური საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინის ყველანაირად მხარდასაჭერად. ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც უკრაინა უკვე დათანხმდა, პირველი ნაბიჯია“, - აღნიშნა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ რუსეთს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. შეწყვიტოს მკვლელობები. შეწყვიტოს ნგრევა. შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების მიმართ მუქარა“, - აღნიშნა კოშტამ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და ჩინეთს, რომელიც ასევე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, წვლილი შეიტანოს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში.

„აგრესიის შესაჩერებლად, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით. მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი „მსურველთა კოალიციის“ კონტექსტში, მზადაა, ხელი შეუწყოს კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის.

„უკრაინელი ხალხის მისწრაფებების შესასრულებლად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების გზაზე. მშვიდობის დრო ახლავეა და ახლავეა დროა, რუსეთმა ეს აგრესია შეაჩეროს“, - აღნიშნა კოშტამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში