GCCA-მა სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. ამის შეასხებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კერძოდ, სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც „ნიკორას“ ობიექტებში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა.

“კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის, გაფორმდა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, რომ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ფასდაკლებების პერიოდში, "ნიკორა ტრეიდს" დაევალა, მომხმარებლებს შეთავაზებების/ფასდაკლებების მოქმედების ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების ვალდებულებას - მკაფიოდ და გასაგებად.

მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2-თვიანი ვადა განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის