კაია კალასი - რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია, გაზარდა თავდასხმები და განახორციელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევები - რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია, გაზარდა თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და განახორციელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დრონებით და თვითმფრინავებით უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„ეს ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ გლობალურ პარტნიორებს, გამოიყენონ მათი გავლენა და მოახდინონ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო ომი, იმუშაონ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა კალასმა.

მისი განცხადებით, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

„ვინარჩუნებთ ურყევს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კანონს და გაერო-ს ქარტიას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მშვიდობის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი