„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის დირექტორსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის დირექტორსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. „ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, ქრისტიან რიოდერმა და ივანე აბაშიძემ, გუნდის წევრებთან ერთად, განიხილეს მიმდინარე საკითხები და აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი საპორტო ოპერაციების განვითარებისათვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული სერვისების გაციფრულებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ნავსადგურის გამტარუნარიანობასა და ოპერაციების ეფექტურობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ასევე, საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საზღვაო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს კადრების პროფესიულ განვითარებასა და ნავსადგურის ოპერაციული უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს