პაატა მანჯგალაძე - მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბრის აქციას, სადაც ადამიანები იტყვიან, რომ რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს - არავინ აპირებს სახლში ყოფნას, წინ ვიქნებით, როგორც ქართველი ხალხის ნების ამსრულებელი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ აქციას, სადაც ადამიანები იტყვიან, რომ რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს აქცია და მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.

„აქ საუბარია საქართველოს ათობით ათასი მოქალაქის გამოსვლაზე, ორგანიზატორები ეროვნულ ყრილობას ეძახიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ აქციას, სადაც ადამიანები იტყვიან, რომ რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პარლამენტი იქნება, კანცელარია თუ სხვა ადგილი, არ ვიცი, მშვიდობიანად დაიწყება მსვლელობა. დანარჩენს, ვინც 4-ში მოვა, ადგილზე ნახავს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და არის „თვითმარქვია დაჯგუფება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ქართველი ხალხი ამ ძალაუფლების უკან დაბრუნებას აპირებს.“

„არავინ გაქცევას და დამალვას არ აპირებს. ჩვენ ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად წინ და არა უკან. არავინ არ აპირებს სახლში ყოფნას. ჩვენ წინ ვიქნებით, როგორც ქართველი ხალხის ნების ამსრულებელი.

„ქართულ ოცნებას“ არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, ისინი არიან თვითმარქვია დაჯგუფება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. შესაბამისად, როგორც მე ვიცი ქართველი ხალხი ამ ძალაუფლების უკან დაბრუნებას აპირებს. ეს როგორ მოხდება ნახავთ ყველა იმ დღეს, როცა მოხვალთ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მოქალაქე, რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, იმის ამსრულებლები ვართ ჩვენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა