თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება - ერთ-ერთი ვარკეთილში, მეორე კი გლდანში იქნება

თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება. ერთ-ერთი ვარკეთილში, ხოლო მეორე გლდანში იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროს პირველ ხაზთან დაკავშირებით - როგორც ახმეტელის მეტროსადგურზე, ასევე ვარკეთილის მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ვარკეთილის მიმართულებას, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება კილომეტრი და 200 მეტრი, ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4500 მგზავრს. მაგალითისთვის, ჰუალინგის ვარკეთილის მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 ათასი ადამიანი, რომელთა ნაწილი შეძლებს გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი მეტროს სადგური. სადგურის დამატებით, ასევე შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული მგზავრობის ჯამური დროც, დაახლოებით, 576 საათზეა საუბარი, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა. რაც შეეხება გლდანის მიმართულებას, აქ პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება კილომეტრით და 100 მეტრით. აქ დილის პიკის საათში კი ახალი სადგური მოიზიდავს 5500 მგზავრს. უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4460 მგზავრით, ხოლო ზოგადად გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო, საუბარია 20 წუთზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა. „მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა