დიმიტრი პესკოვი - მოსაზრება, რომ უკრაინას რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია - განცხადება, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის ხედვის გავლენით გააკეთა

მოსაზრება, რომ უკრაინას რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არ უნდა დაივიწყონ, რომ ყოველ დღე, როდესაც უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, მათი პოზიცია უარესდება. ეს რეალურ ვითარებას წარმოადგენს და ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკა ამას ადასტურებს. მოსაზრება, რომ უკრაინას რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკა ამას ადასტურებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „ხედვის გავლენით გააკეთა“.

„როგორც ჩვენ გვესმის, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და ზელენსკის მიერ წარმოდგენილი ხედვის გავლენით გაკეთდა. ეს ხედვა არსებული ვითარების შესახებ ჩვენს შეხედულებას სრულიად ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და უკრაინას შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს.

„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა. რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის