“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები მერობის კანდიდატებს  შეხვდნენ

“ძლიერი საქართველო-ლელოს” პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატებს და რეგიონის მაჟორიტარებს შეხვდნენ.

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო წინა საარჩევნო კამპანია შეეჯამებინათ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს.

„შეხვედრა გვქონდა “ძლიერი საქართველო-ლელოს”კანდიდატებთან რეგიონებში, იმისათვის, რომ შეგვეჯამებინა ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანია. ცხადია, სრულიად უსამართლო პირობებია. ცხადია, „ქართული ოცნება“ იყენებს აპრობირებულ მეთოდს ადამიანებზე ზემოქმედების, დაშინების, მოსყიდვის, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი არის შემართებით. ჩვენ და ჩვენ პარტნიორებს - „გახარია საქართველოსთვის“ აქვთ განზრახვა, შეიცვალოს უიმედო ვითარება. მიუხედავად უსამართლო გარემოსი, ჩვენი კანდიდატები აპირებენ იბრძოლონ თითოეული ხმისთვის, დაიცვან თითოეული ხმა. საარჩევნო დღეს მაქსიმალურად მოხდეს ამომრჩევლის მობილიზაცია, რადგან თითოეული ოპოზიციური ხმა არის „ქართული ოცნების“ დასუსტება.

ხალხი, რომლებსაც დღეს შევხდით, ზედმიწევნით იცნობს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს. ამიტომ, მათთვის ხმის მიცემა ნიშნავს პოზიტიურ ცვლილებებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!