პროკურორი - „ნანუკას ფონდი“ მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს - რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც სამარშრუტო ტაქსით მიიტანეს აქციაზე?

ნანუკა ჟორჟოლიანი ნამდვილად “საბოტაჟის საქმის” ფარგლებში იქნა გამოკითხული და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს, - ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ფონდი ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს და, ასევე, აქციების პერიოდში შეიძინა აირწინაღები, ჩაფხუტები და პიროტექნიკა.

“როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებდით საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 1 –ელი ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის თვის ჩათვლით “ნანუკას ფონდს” ჯარიმებში და პატიმრებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის დახარჯული აქვს 150 000 ლარზე მეტი. ასევე, პიროტექნიკის, ჩაფხუტებისა და აირწინაღების შეძენაში, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა კითხვები და მივიღეთ ის პასუხები, რაც მან მოგვცა.

ის (ნანუკა ჟორჟოლიანი) ნამდვილად “საბოტაჟის საქმის” ფარგლებში იქნა გამოკითხული და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს. ახლა რაში გამოიხატა ეს მატერიალური მხარდაჭერა - როდესაც აქციებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ეს უკვე ხდება ნოემბრის თვიდან, სამართალდარღვევების წახალისებაში ფონდიდან დაიხარჯა 150 ათას ლარზე მეტი და ასევე, ისეთი ნივთების შეძენაში, როგორიც არის პიროტექნიკა, ჩაფხუტები და აირწინაღები, რაშიც დახარჯული არის 600 ათას ლარზე მეტი.

უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენ მტკიცებულებებით დადასტურებული გვაქვს, რომ შეძენილი აირწინაღები, პიროტექნიკა და ჩაფხუტები პირდაპირ სამარშრუტო ტაქსით მიტანილი იქნა აქციებზე, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - როდესაც ფონდის გაცხადებული მიზანი არის საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს?” , - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში