აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუბიომ ლავროვს გაუმეორა მოწოდება, მოსკოვის მიერ ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე.

“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 საიუბილეო სესიის მაღალი დონის კვირეულზე დასასწრებად ნიუ-იორკში 24 სექტემბერს ჩავიდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა