სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც რუსეთიდან გაზს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ყიდულობენ

სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც რუსეთიდან გაზს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ყიდულობენ, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის განცხადებით, მის ქვეყანას რუსული ენერგორესურსების შეძენის გარდა სხვა ვარიანტები არ აქვს.

„სხვა ვარიანტები არ გვაქვს, რომ მომარაგება მდგრადი და ასევე, ფასიც ხელმისაწვდომი იყოს. დივერსიფიკაციას დრო სჭირდება. ამიტომ, გარკვეული თანაგრძნობის გამოხატვის მოწოდებით გამოვდივართ“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.

მისი თქმით, „სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები 30%-ით გაიზარდა“.

„საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები. ამიტომ თუ დააკვირდებით, სურათი შავ-თეთრზე უფრო ფერადია“, - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა