ვასო ურუშაძე - ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ - ატყვევებს ხაბეიშვილს

ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ - ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს - 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ურუშაძის განცხადებით, ხაბეიშვილმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს „დაგვიბრუნა რწმენა, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.

„ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადების გამო აკავებენ; სადაც ჟურნალისტებს დევნიან თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის გამო; სადაც ადამიანებს პროტესტის გამოხატვის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ, დევნიან საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც არის დემოკრატია, სადაც არის განვითარება, მშვიდობა, კეთილდღეობა, რასაც ემსახურებოდა ლევან ხაბეიშვილი. მან ჩვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაგვიბრუნა რწმენა, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი იმის საფუძველი გახდა, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ - ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს და ცდილობს დაიჭიროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმთან წინააღმდეგობაშია. ამიტომ, 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს”,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი