კახა კალაძე „მშვიდობიან რევოლუციაზე“ - ყველა წყალწაღებული ამაზე საუბრობს, არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან - რადარებიდან გამქრალები არიან, ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს

ყველა წყალწაღებული აღნიშნულთან დაკავშირებით [მშვიდობიან რევოლუციაზე] საუბრობს. არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან - რადარებიდან გამქრალები არიან. ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიცია „სულელური განცხადებებით“ ცდილობს ყურადღების მიქცევას.

„ყველა წყალწაღებული აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს. არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან როგორც პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ადამიანები. ნახეთ, შეხედეთ ამათ და საზოგადოება ყველაფერს მიხვდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადარებიდან გამქრალები არიან. არავის აინტერესებს. ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს. სულელური განცხადებებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას“,- აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს „უსამშობლო მოღალატე აგენტურას“.

„რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის