ვაჟა სირაძე „ჰოლიდეი ინნ“-ში მომხდარზე - შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლის შესახებ, შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება - აღნიშნული პირი დაკავებულია

შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით - ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს „ჰოლიდეი ინნ“-თან განუცხადა.

მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარებას გულისხმობს.

„შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამოვცხადდით ადგილზე და მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია. შეტყობინებაში როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, სავარაუდოდ გასროლის ხმა გაიგეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარებას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული “, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კითხვაზე მარტო იმყოფებოდა თუ არა დაკავებული პირი, სირაძემ აღნიშნა, რომ „დიახ, მარტო იმყოფებოდა“.

ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი სასტუმროს დამსვენებელია. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, გასროლის ხმაც გაიგეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები