პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულებმა 16 დაზარალებულისგან თაღლითურად 461 306 ლარი მიითვისეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლები იქირავეს და უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, თითქოს სესხის სანაცვლოდ აღნიშნული ბინების გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შედეგადაც 16 დაზარალებულისგან თაღლითურად 461 306 ლარი მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს