ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემას. მერცის სიტყვები გამოცემა Financial Times-ს მოჰყავს.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს შეუძლია უკრაინას თითქმის 140 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი გადასცეს “საკუთრების უფლებაში ჩარევის გარეშე”.

“ეს სესხი დაფარულ იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი მოახდენს უკრაინისთვის დანაკარგების კომპენსირებას, რაც მას ომის დროს მიაყენა…

ახლა მხარს ვუჭერ ფინანსური რესურსების მობილიზებას იმ მასშტაბებში, რომლებიც რამდენიმე წლით უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო სიმყარეს”, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სახსრები მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე უნდა წავიდეს და არა უკრაინის საერთო ბიუჯეტის დაფარვაზე. მერცის თქმით, ევროკავშირის მთავრობებმა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე გადაწყვეტილებები უკრაინასთან ერთად უნდა მიიღონ.

მერცმა განაცხადა, ევროკავშირმა ამ აქტივების გამოყენებისთვის სამართლებრივი მექანიზმი უნდა იპოვოს .

ცნობისთვის, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის სამხედრო ქმედებების რუსული გაყინული აქტივებიდან დაფინანსებას ეწინააღმდეგებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს