კახა კალაძე - როგორც შეიძლება ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?!  - როდესაც ისმენ კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის შემცვლელ განცხადებებს, გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

როგორც შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?! - რა თქმა უნდა, მზად ვართ მეგობრებისთვისაც, პარტნიორობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ამის ალტერნატივა არ არსებობს.

“მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. ცხადია, ეს არ არის მარტივი , რადგან ბევრი გამოწვევა გვაქვს, პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან სხვადასხვა ინტერესია, თუმცა ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ამ ყველაფერ სჭირდება გამტკიცება და შენარჩუნება.

როგორც შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?! როდესაც ისმენ კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის შემცვლელ განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რა თქმა უნდა, მზად ვართ მეგობრებისთვისაც, პარტნიორობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, რომ - "მე ვარ დიდი ქვეყანა, შენ პატარა, ამიტომ მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო" - ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა",- განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა