ლევან სანიკიძე - გერმანიის დედაქალაქში შევხვდით საგარეო უწყების ძალიან გავლენიან წარმომადგენლებს - ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, კარგად იციან, რა სახის რეჟიმთან გვაქვს საქმე საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ბერლინში ბუნდესტაგის წევრს, საგარეო საქმეთა და ევროკავშირის კომიტეტის წევრს, კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე, მიხეილ სააკაშვილზე, პოლიტპატიმრებზე და უვიზო მიმოსვლაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს გერმანიის დედაქალაქში, სადაც დღეს შევხვდით ბუნდესტაგის წარმომადგენლებს, შევხვდით გერმანიის საგარეო უწყების ძალიან გავლენიან წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას. ყველამ კარგად იცის, რა სახის რეჟიმთან გვაქვს საქმე საქართველოში. ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, რა ხედვა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რაც გულისხმობს იმას, რომ უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ეს სანქციები უნდა შეეხოს კონკრეტულად იმ ჯგუფებს, რომლებიც ანადგურებენ ამ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო პოლიტპატიმრების საკითხს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას და ყველა იმ ჩვენი თანამებრძოლის ციხეში ყოფნას, რომლის დასასრულიც ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟზე გადის, სადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი გერმანელი პარტნიორები ძალიან დიდ როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა