მიხეილ ყაველაშვილი - ბატონმა გუტერეშმა პირდაპირ მითხრა, ეს გზა მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო - ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი

რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ, ეს ხელის გულზე ჩანს - ჩვენი ეროვნული ინტერესი, მშვიდობა, ეკონომიკა - ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა, რომ ეს გზა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყნის მიმართ სამი მოთხოვნა არსებობს, რომ დამყარდეს მშვიდობა, იყოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება და განვითარდეს ეკონომიკა, თუმცა ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსგან განსხვავებით ამის შესრულებას სხვისი ინტერესებით მართული სახელმწიფოები ვერ ახერხებენ.

„ეს სამი პოსტულატია დღეს მოთხოვნა ყველა ქვეყნისთვის, როგორმე მშვიდობა დამყარდეს, როგორმე იყოს ეროვნულ ინტერესებზე აგებული ხელისუფლება და სახელმწიფოები და განვითარდეს ეკონომიკა. ამაზეა აქცენტი გაკეთებული, ამას ვერ ახერხებენ ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან, სხვისგან იმართებიან.

ბატონმა გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, რომ ეს გზა ნამდვილად მიგიყვანთ გაერთიანებამდეო - მოთმენა, ამ მშვიდობის დაცვა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება. ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა, რომ ეს გზა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი,“- განაცხადა ყაველაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ