პრემიერი - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა უკვე უზრუნველყო პოლარიზაციის შემცირება - დღეს რომ იგივე ძალები ვეღარ ახერხებენ გარედან რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის ჩვენი ნაბიჯების, მათ შორის ამ კანონის დამსახურება

წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, პოლიციელებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების, დაკნინების მცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარე დაფინანსებით, მათ შორის, იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მემორანდუმზე - „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიება“ ხელმოწერას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო.

„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,“- განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს