„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსს მართავენ - მათ ადგილზე სათამაშო ზებრა და ზვიგენი მიიტანეს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე სიმბოლურად სათამაშო ზებრა და ზვიგენი მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ივანიშვილის მმართველობის დღეები დათვლილია. 4 ოქტომბერს შეუძლია ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დენდროლოგიურ პარკში დაანონსებული აქციისთვის ხალხს მოსაწვევს ურიგებენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!