სახალხო დამცველი - არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს - მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით

სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, ს.კ. იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, ს.კ-ს ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, „აღნიშნული პირის ავტომობილის კარში შენიშნეს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც, სავარაუდოდ, არის აკუსტიკური ხმოვანი იარაღი“.

შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმით წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში