ირაკლი კუპრაძე - თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს

თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი არის მარტივი - "უნდა ვირწმუნოთ სწორი იდეების, ჩვენი, მთელს საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების, რომლებსაც სჯერათ და არაფრის დიდებით, არ გაჩერდებიან ამ ბრძოლაში".

"დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვიჯექი ოფისში და ვპასუხობდი დიდხანს დაგროვილ მესიჯებს. დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობ, პატარა ბავშვების, სკოლის მოსწავლეების წერილებს მთელი საქართველოდან, სადაც მწერენ და მეკითხებიან, იქნება თუ არა მათ სკოლებში უფასო კვება. მიყვებიან ისტორიებს, როგორ დაკარგა გონება თავისმა კლასელმა. შემოდის მასწავლებლების წერილი, რომ არ გავეშვათ ამ იდეაზე საუბარს. ის ბავშვები, რომლებიც გწერენ და გვეუბნებიან - ჩვენც გვშია სკოლაში და ხომ აუცილებლად გააკეთებთ ამ იდეას... მართლა მძიმე იყო ამის წაკითხვა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე ლაპარაკობს და ფიქრობს. თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს. ეს არჩევანი ძალიან მარტივია. ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ თითოეულ კანდიდატზე, იქნებიან ეს მერები თუ მაჟორიტარები, მიდის საშინელი ზეწოლა და წნეხი. გუშინ, ლაყე კვერცხების პარტიამ ლაყე კვერცხები დაგვიშინა. მანამდე მოსულები იყვნენ და ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ დედებს, ბებიებს, ბავშვებს ესროლეს კვერცხები. ეს სტანდარტი, რომელიც ამ ხელისუფლებას უჭირავს არ არის, არც ქართველობასთან, არც თბილისელობასთან და არც კაცობასთან ახლოს...ამიტომ, ჩვენი გამოსავალი არის მარტივი - უნდა ვირწმუნოთ სწორი იდეების, ჩვენი, მთელს საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების, რომლებსაც სჯერათ და არაფრის დიდებით, არ გაჩერდებიან ამ ბრძოლაში.

არ დავუთმოთ დედაქალაქი რუსულ, კორუფციულ რეჟიმს!" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს