შალვა პაპუაშვილი - თუ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, საქართველომ, რომელსაც სტატუსი დაამადლეს, როგორ შეძლო ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება  - მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პასუხი მარტივია: „მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა.

,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამები ერთმანეთს ადარებს ორი ქვეყნის - საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას, რომელიც ერთ კითხვას წარმოშობს:

თუკი მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, მოლაპარაკება გაუხსნეს, წითელი ხალიჩები დაუფინეს და მილიარდებს დაჰპირდნენ, მაშინ საქართველომ, რომელსაც კანდიდატის სტატუსი დაამადლეს, მოლაპარაკება არ გაუხსნეს, სატელიტი ენჯეოები ქუჩაში დაუყენეს და ძირი უთხარეს, როგორ შეძლო სამ წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება, 4,8 მლრდ აშშ დოლარიდან 15,7 მლრდ აშშ დოლარამდე? რატომ არის, ამ ყველა სიკეთის შემდეგ, მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი - რეგიონში პირველი?

პასუხი მარტივია: მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა“,- წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის