სალომე სამადაშვილი საფრანგეთის სენატში მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე -იმედია, სენატი დროულად მიიღებს რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად

იმედი მაქვს, რომ სენატი დროულად მიიღებს რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადებაზე.

სამადაშვილის შეფასებით, დროა, რომ ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავად განსაზღვროს სანქცირების პოლიტიკა „რეჟიმთან მიმართებით“.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც დღეს ევროკავშირში მიდის. მას შემდეგ, რაც რუსებმა დაბლოკეს ივანიშვილის სანქცირება ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით საკუთარი მოკავშირეების მიერ, ახლა დროა, რომ ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავად განსაზღვროს სანქცირების პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით. სწორედ ამ პროცესის დასაწყისს ვუყურებთ ჩვენ საფრანგეთში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროკავშირში, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის პირდაპირი ფინანსური და სხვა ინტერესები უკავშირდება ამ სახელმწიფოს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ სენატი დროულად მიიღებს აღნიშნულ რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა. რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“. ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.

რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო