ადვოკატის განცხადებით, კასპში, ყოფილი მეუღლის დაჭრისა და დაწვის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს

ზურაბ ბურდული, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე შალუტაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ზურაბ ბურდულს ბრალი დღეს წარედგინა, ხოლო ბრალდებულმა დანაშაული აღიარა თუ არა, „ეს უკვე ხვალინდელი საკითხია“.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალები თავად დღეს გადასცეს, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის.

„საქმის მასალებში, რომელიც გადმომეცა, ჩვენების მიცემა ფიქსირდება. წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, აქედან გამომდინარე, დამატებით ვერაფერს გეტყვით, ვიდრე ბრალდებულს გარკვეულ საკითხებზე არ შევუთანხმდები. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პერიოდში რა გამოიკვეთება, ჩემი მხრიდანაც რა იქნება მოკვლეული, ესეც არ ვიცით ზუსტად. საქმეში მე დღეს ჩავერთე, მხოლოდ და მხოლოდ, ბრალის წაყენების შემდეგ, დანარჩენი კი, წინასწარ დაკავებისას, რა მოხდა, იქ რა ჩვენება მისცა, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ამას მე არ ვესწრებოდი.

ბრალი დღეს წარედგინა, აქედან გამომდინარე, დუმილის უფლება ავირჩიეთ. ბრალი აღიარა, არ აღიარა - ეს უკვე ხვალინდელი საკითხია.“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ბურდული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზურაბ ბურდული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე