ირაკლი კუპრაძე - ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად - მან პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად

ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს - მან პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად იმ დანაშაულებზე, რაც ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საერთო მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ერთ მეტრში აშენებულია 16-სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად სამტრედიაში კახა კალაძის შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე იყო.

როგორც კუპრაძემ განმარტა, 2019 წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, სადაც შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერა, რაც, მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკთან ახლოს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც კახა კალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ თვალი დაადო. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ სამტრედიაში კალაძის შტაბის ყოფილ უფროსს, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც მილიონობით ლარის შემოსავლის მიღების გეგმას ნახალოვკელების ინტერესი შესწირა. ხედავთ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით მიადგეს 16-სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად ავთანდილ თევზაძე იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით კრიმინალური-დანაშაულებრივი გეგმა გამოაშკარავდა, რომლის მიხედვითაც ცხადია, რომ 2019 წელს ამხანაგობათა კრების ოქმები უკანონოდ შედგა. ამავე წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, მათ შორის შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს და მის კორუფციულ გუნდს ეკისრება.

ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ გარშემო მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლებია, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მერიას და ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად იმ დანაშაულებზე, რაც ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს