პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის და ბელორუსის მოქალაქეები სხვა პირებთან ერთად, თბილისში და ბათუმში მდებარე ოფისებიდან ეწეოდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ვირტუალური აქტივის კონვერტაციას, რითაც სახელწიფო ბიუჯეტს მიაყენეს დიდი ოდენობით, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სამართალდამცველებმა თბილისში და ბათუმში მდებარე მათი ოფისების და პირადი ჩხრეკის შედეგად 246 975 აშშ დოლარი, 103 210 ლარი, 1 705 ევრო, 1 380 შვეიცარული ფრანკი, 41 570 რუსული რუბლი, 750 თურქული ლირა, 759 აზერბაიჯანული მანათი და 575 არაბული დირჰამი, ასევე სხვადასხვა სახის ტექნიკა, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა