ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე

ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.

„მაშინ, როცა მსოფლიო გაეროს მაღალი დონის კვირეულზე იკრიბება დიპლომატიისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად, რუსეთი სისასტიკით პასუხობს, უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების 12-საათიანი დაბომბვით. საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი: სანქციების ესკალაცია, ტარიფების დაწესება, კავშირების გაწყვეტა. იზოლაცია სრული უნდა იყოს“, - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისიც და აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მართალი იყო: ლავროვის გამოსვლების მოსმენა უსარგებლოა.

„მისი პირიდან არაფერი კარგი და ჭეშმარიტი არ გამოდის. გუშინ ლავროვმა კიდევ ერთი სიტყვა წარმოთქვა, ამჯერად - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მოიტყუა, რომ რუსეთი ერთგულია გაეროს ქარტიისა და მისი პრინციპების, ასევე მშვიდობის მიმართ. ამავდროულად, რუსეთი უკრაინას რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს, რითაც თავისი ნამდვილი - ტერორისტული - სახე აჩვენა“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

კესტუტის ბუდრისი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ზეწოლა რუსეთზე და უკრაინა ძლიერი საჰაერო თავდაცვითი სისტემით უზრუნველყოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ