დიმიტრი პესკოვი - ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ „მამაცი მეომარია“

ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ ის მამაცი მეომარია, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს. ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.

„ზელენსკი ცდილობს ევროპელებს, რომლებიც ახლა მარჩენლების როლში გამოვლენ, აჩვენოს, რომ ის „მამაცი მეომარია“. თუმცა, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს და ყოველდღიურად უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები განუწყვეტლივ უარესდება“, - განუცხადა პესკოვმა „როსია 1“-ის ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.

კითხვაზე, როგორ აღიქვამს კრემლი რუსეთის ძალაუფლების ცენტრზე თავდასხმას, პესკოვმა უპასუხა, „უმჯობესია ამაზე საერთოდ არ ვისაუბროთ“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში