ირაკლი კუპრაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

„ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ჩერქეზიშვილი, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კუპრაძე ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ავარიული სახლების რეაბილიტაციის 1-მილიარდიანი პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 10 000 ავარიულ სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„ასკურავას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი უმძიმეს პირობებშია - მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს კახა კალაძეს დახმარებისთვის, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია”, - ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა