კახა კალაძე - მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება - 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებზე და მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ყველა ვიბრძვით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ჩვენ რომ არ გვებრძოლა მშვიდობისთვის, ვერ ვისაუბრებდით ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი შემოტევა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარა, რომელიც დღესაც გრძელდება, გვიჭირავს მტკიცე პოზიცია და პირველ რიგში, ვიცავთ და ვატარებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევეგუებით, რომ ვიღაცებმა გარედან ხელი გვიქნიონ და მათი დავალებები შევასრულოთ - დავალებები, რომლებიც მტრულია, რადგან მეგობარი არ გეტყვის, შენს ქვეყანაში ომი გააჩაღეო", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა „ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც გადაუხადა.

„მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, გემსახუროთ თქვენ, თბილისელებს. მადლობა ამ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, ზურგს მიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები. 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ სკვერების, პარკების, ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისა თუ სხვა არაერთი მიმართულებით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველაზე მთავარი ქვეყანაში მაინც გრძელვადიანი მშვიდობის არსებობაა, რადგან მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას კი კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმატება და გამარჯვება უსურვა.

მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს