კიტ კელოგის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კიტ კელოგმა უპასუხა: „მისი ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ“.

ამასთან, კელოგმა დასძინა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.

მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე, ის რაც მათ სურთ, არის იარაღი და მისი გამოყენების უფლება.

„უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება“, - აღნიშნა კელოგმა.

მისივე თქმით, რუსეთი ომს არ იგებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი ახლა უკრაინის დედაქალაქში იქნებოდნენ.

„რუსეთი არ იგებს ამ ომს, ის რომ ომს იგებდეს, კიევში იქნებოდნენ, ოდესაში იქნებოდნენ“, - აღნიშნა კელოგმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე