კახა კალაძე - რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს?! - მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს?! სირცხვილია!

რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს ?! - მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს?! სირცხვილია! - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ამნისტიას, 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

კალაძის თქმით ისინი რეალობას არიან აცდენილები.

„რეალობას ხართ აცდენილი, ამ ქვეყნად არ ხართ! ვინ უნდა გაიმარჯვოთ, ვინ უნდა გაათავისუფლოთ, გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ! არანაირი რესურსი არ გაგაჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური, შინაარსისგან დაცლილები ხართ. საერთოდ რაზე საუბრობთ? დაბრუნდით დედამიწაზე, არ ხართ ამქვეყნად!“- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოვიდა. მისი თქმით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, გათავისუფლდებიან როგორც აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები, ისე მსუბუქი მუხლებით გასამართლებული მოქალაქეები.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა