გია ვოლსკი - საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება”.

ვოლსკის თქმით, სარჩელში საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელმაც „უსაშველო პრობლემა შეუქმნა საქართველოს“.

„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა. საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელმაც უსაშველო პრობლემა შეუქმნა საქართველოს. დღემდე არის ოკუპაცია ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტანჯავს. უამრავი ადამიანია დაზარალებული - ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის საშუალებით, რომელსაც “ნაცმოძრაობა” იყენებდა. უფრო მეტიც, დღემდე აგრძელებენ მცდელობებს, რომ ხელისუფლებას დაუბრუნდნენ და არანაკლები ტერორი მოაწყონ ქვეყანაში. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ფანტაზია რომ ასრულდეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და ოჯახები, ვიდრე 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე