თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომას დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ჯანაშია კი პროცესს არ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი და სდსს-ს ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა ბრალდებულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა