ბენჯამინ ჰადადი - უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნე ხდებიან იმის გამო, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ - ხედავ, რომ ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, გაფართოების პროცესი წინ მიიწევს თუ არა.

„რეფორმები უნდა გაგრძელდეს მიუხედავად ყველაფრისა. იცით, არ შეიძლება ამტკიცოთ, რომ რადგან პროცესის თვალსაზრისით მაშინვე ვერ ხედავთ წინსვლას, შეაჩერებთ რეფორმებს, რადგან რეფორმები თავისთავად კარგია და ისინი კარგია ქვეყნისთვის იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი“, - აღნიშნა ბენჯამინ ჰადადიმ.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს გზები, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც გაფართოების პროცესს ხელს უშლიან.

„ჩემთვის ნათელია, რომ იმ დროს, როდესაც ევროპაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ. ხედავ, რომ ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულს და შთაგონებას ქმნის და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, გყავთ ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრიანების მცდელობით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ პროცესს თავს ესხმიან“, - აღნიშნა ბენჯამინ ჰადადიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს