ირაკლი ფავლენიშვილი - თუ ესენი დარჩნენ, არ იქნება არც პარტიები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ დემოკრატიის ნიშან-წყალი აღარ იარსებებს - თავისუფლება ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ!

თუ ესენი დარჩნენ, არ იქნება არც პარტიები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ ქვეყანაში დემოკრატიის ნიშან-წყალი აღარ იარსებებს - “ქართულ ოცნებას“ საკუთარი კურსი უკვე გაცხადებული აქვს! - ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს თეა წულუკიანს, რომლის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

ფავლენიშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აიკრძალება არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ქართული დემოკრატია.

“პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, თუ ქვეყანაში დემოკრატია გაუქმდება და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ციხეში იქნებიან.

ამიტომ თავისუფლება ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ. ეს არ გახლავთ პარტიული ბრძოლა. ეს არის არა პარტიული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ბრძოლა. საპროტესტო მოძრაობის შედეგად სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს.

4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღე უნდა გახდეს - უნდა ვიყოთ უპრეცედენტოდ ბევრი. ივანიშვილის რეჟიმი არის უპრეცედენტოდ დასუსტებული და ერთმანეთზე გადაკიდებული“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა