იოჰან ვადეფული - რუსეთს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და არეულობის გამოწვევა სურს, ეს საშიშია და უნდა ვუპასუხოთ მკაფიოდ და ერთიანად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ნატო-ს არცერთი წევრი სახელმწიფო არ დარჩება მარტო რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებისას.

„რუსეთს სურს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და არეულობის გამოწვევა. ეს საშიშია და უნდა ვუპასუხოთ მკაფიოდ და ერთიანად. დავიცავთ ჩვენი ალიანსის ტერიტორიის ყოველ ინჩს - არცერთი წევრი სახელმწიფო არ დარჩება მარტო ამ საფრთხეებთან გამკლავებაში“, - განაცხადა ვადეფულმა ვარშავაში, პოლონელ და ფრანგ კოლეგებთან, რადოსლავ სიკორსკისთან და ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვარშავაში გამგზავრებამდე მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა მოსკოვის ქმედებებზე გადამწყვეტი და კარგად გააზრებული რეაგირება.

„ერთად ვდგავართ, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და არ ვაძლევთ ჩვენს თავს უფლებას, ესკალაციას ავყვეთ. ამავდროულად, ეჭვი არ გვეპარება, რომ მზად ვართ, ერთად მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონეთსა და დანიაში რუსულ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე საუბრისას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა