პროკურორი - დღეს დაიკითხა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმე, რომელმაც დაადასტურა გელა უძილაურის მიერ ლევან ჯანგველაძის ანგარებით და შეკვეთით მკვლელობა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დასტურდება, რომ გელა უძილაურმა შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

მისივე თქმით, 1-ელ ოქტომბერს გაგრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, მათ შორის გადაიხედება გადაადგილების დეტალური მარშრუტი და შესაძლოა ბრალდებულებიც დაიკითხონ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გააგრძელა მტკიცებულებათა გამოკვლევა, რა დროსაც გამოკვლეული იქნა სხვადასხვა მტკიცებულებები, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ფარული მასალა. დაიკითხნენ მოწმეები და დაიკითხა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმე, რომელმაც დაადასტურა გელა უძილაურის მიერ ლევან ჯანგველაძის ანგარებით და შეკვეთით მკვლელობა.

ბრალდების მხარე 1-ელ ოქტომბერს გააგრძელებს მტკიცებულების გამოკვლევას, მათ შორის გამოკვლეული იქნება სრული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალა. ასევე გამოკვლეული იქნება გადაადგილების დეტალური მარშრუტი. მათ შორის, შესაძლოა გამოკითხულ იყვნენ ბრალდებულები“,- განაცხადა ვეფხვაძემ.

კითხვაზე, ბერძენიშვილის ჩვენებით დასტურდება თუ არა, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან ბიზნეს კვეთა და უთანხმოება ჰქონდათ, პროკურორი პასუხობს, რომ მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ ჯანგველაძეს ფარცხალაძესთან კონფლიქტი ჰქონდა მხოლოდ ბიზნეს საკითხებთან დაკავშირებით.

„მოწმემ განმარტა და მიუთითა ის კონკრეტული გვარები, რომელთანაც ჯანგველაძეს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა. ამავდროულად ბრალდების მხარე მოწმეს შეეკითხა, ჰქონდა თუ არა უთანხმოება სხვა პირებთან, რაზეც მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძე უკონფლიქტო პიროვნება იყო და სხვასთან მას რამე კონფლიქტი არ ჰქონია“, - განაცხადა პროკურორმა.

რას უკავშირდებოდა კონფლიქტი, პროკურორი ასე პასუხობს:

„მოწმის განმარტებით, კონფლიქტი უკავშირდებოდა ბიზნეს საქმიანობას. ეს მხოლოდ ამ მოწმით არ დასტურდება, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს