გიორგი ბუტიკაშვილი - არ ველოდები, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია პროტესტში დაბრუნდებიან, მათ დათმეს წინააღმდეგობის ბრძოლა - ვნახოთ, რას დაუწერს არჩევნებზე „ქართული ოცნება“

არ ველოდები, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია პროტესტში დაბრუნდებიან - მათ დათმეს წინააღმდეგობის ბრძოლა და აირჩიეს ივანიშვილისთვის დემოკრატიული ფასადის შენარჩუნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ორივე პარტიამ არასწორი პოლიტიკა წამოიწყო.

„ლელოს“ და გახარიას პარტიას პროტესტში დაბრუნება რომ სდომებოდათ, ისინი არჩევნებში არ იქნებოდნენ შესულები. არ დაიწყებდნენ იმ არასწორ პოლიტიკას, რაც დაიწყეს. მე არ ველოდები, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია პროტესტში აპირებენ, დაბრუნებას. როდესაც მათ აირჩიეს [არჩევნების] გზა, მათ დათმეს წინააღმდეგობის ბრძოლა, მათ აირჩიეს ივანიშვილისთვის დემოკრატიული ფასადის შენარჩუნება, რაც ყაველაშვილმა გააკეთა კიდეც. შეიწყალა ადამიანები [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] , ცხადია, კარგია, რომ გარეთ არიან. იმიტომ შეიწყალეს, რომ ღიად ეთქვათ, კონკურენტული გარემო არსებობს არჩევნებში. ეს მათ არც დაუმალავთ. ამ სპეცოპერაციის მონაწილეები აღმოჩნდნენ „ლელოც“ და გახარიაც, რაც სამწუხაროა. ვნახოთ, რას დაუწერს მათ არჩევნებზე „ქართული ოცნება“, თუმცა ეს ვერ განსაზღვრავს იმ წინააღმდეგობას, რაც ქუჩაშია”, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის შემდეგ წინააღმდეგობა გაგრძელდება.

„ეს არის სიჯიუტე, როცა ამდენი ხნის განმავლობაში ასე ჯიუტად არ ვჩერდებით და ვიბრძვით. ბევრს ჰგონია, რომ 200 კაცი რომ გარეთ დადის, ეს ბრძოლა არ არის, ეს არის სწორედ ბრძოლა, რომ სტატუს-კვო არ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ არ აღიაროს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ხალხმა, რომ ივანიშვილმა დაასრულა სახელმწიფო მიტაცება. ის, რომ სახელმწიფო მიტაცებული არ არის, სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც წინააღმდეგობაშია.

4 ოქტომბრის მერე ის წინააღმდეგობის ძალა, რაც არსებობდა, ისევ დარჩება და იმას დაემატებიან ის ადამიანები და პარტიები, რომლებიც დაინახავენ, სად იდგა სიმართლე და სად, რა მიმართულებით არის ჩვენი ბრძოლა სინამდვილეში წასასვლელი“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა